მთავარი ციტატა

“ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია” – გოგიჩაიშვილი

“მორალურ შეფასებაში ვერ შევიჭრები, მისი გადასაწყვეტია, პარლამენტის წევრია. გადაწყვეტილება თავად მიიღო, რისკი თავად აიღო და ამის თანაზიარი ვერ ვიქნები. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, განმარტებები სჯობს, უმრავლესობამ გააკეთოს. კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაც მანდატის შეჩერებას იწვევს, არ გაუკეთებია. ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ. ეს არ არის საფუძველი პარლამენტის დატოვების. დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია. მთავარი ბრძოლა სასამართლოზე გადის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა”

ლევან გოგიჩაიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი

დღეს, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

იტვირთბა....