“სექსისტურად და ”ბლატნოიდ” განწყობილმა ქართულმა ოცნებამ ვერ აიტანა ქალის ნაცემი კაცი პარლამენტში და გააგდეს.
ოპოზიციონერ კაცს რომ მოერტყა ცხვირში, ბრძოლის ველზე მიღებულ ზიანად აღიქვამდნენ, მაგრამ ქალის მიერ პირის მოწიწკვნა ”განვაჟკაცების” აქტად იქნა აღქმული და გვერდით არ დაისვეს”
რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
დღეს, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.
სექსისტურად და ”ბლატნოიდ” განწყობილმა ქართულმა ოცნებამ ვერ აიტანა ქალის ნაცემი კაცი პარლამენტში და…
Gepostet von Roman Gotsiridze am Montag, 7. Oktober 2019