“ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, მე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის პოზიცია. ეს პოზიცია განაპირობა იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როცა შენ უნდა თქვა თანამდებობაზე უარი იმის გამო, რომ შენი ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან… მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ თანამდებობა არის საშუალება, გამოადგე შენს მოქალაქეებს და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პირადი კეთილდღობის მიზეზი. მე გამოვედი საზოგადოების ინტერესიდან და მივიღე ეს გადაწყვეტილება”
ვანო ზარდიაშვილი – ყოფილი დეპუტატი
ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.