“რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი. ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ „კლანის“ რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობოდა „კლანი“, ჩინჩალაძე მფარველობდა. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ” და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. არ ვიცი ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო ეტყობოდა ინციდენტის შემდეგ მის ქცევებს. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
დღეს, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მანდატი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.