თბილისში მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, შემდეგ კი, შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შარტავას ქუჩაზე სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.