“ჩვენ არ ვართ სამეფო, ჩვენ ვართ რესპუბლიკა, ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი რესპუბლიკაში დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა. დასაბუთებაში არ იგულისხმება რამდენიმე გვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება ახსნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
„რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები.