ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ვემხრობი, შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული – მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება არსებობს” – თალაკვაძე

“მომავალში, ვემხრობი, შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, უნდა მოხდეს რისკების შეფასების ფონზე”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული.

„იმ ფონზე, როდესაც პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმი დავნერგეთ ჩვენ, ეს არის დაწესებულებები, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას სახლში მიდიან, ეს არის ელექტრონული პატიმრობა, ეს არის ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია პატიმარს ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება. ვფიქრობ ამ ალტერნატიული მექანიზმების ფონზე თავად შეწყალების მექანიზმის როლი მცირდება, მისი დანიშნულება მცირდება”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულმა ბოლო შეწყალებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

იტვირთბა....