ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გასაგებია, რომ მე „კლანში” ვარ, მაგრამ სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას?”

„ვისაც სურს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყონ და ნუ შეუშლიან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს თემა და ვთქვათ, ვინ არიან ამ კლანის წევრები. გასაგებია, რომ მე „კლანში” ვარ, მაგრამ სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას?

თუ არის კლანზე საუბარი, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწეროთ ეს სია. ეს ხომ აბსურდია, მაგრამ პოლიტიკოსები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ სასამართლოს“

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ აღნიშნული განცხადება მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენციის მიმდინარეობისას, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

იტვირთბა....