ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ… იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებებისაც არ შემეშინდება”

“როცა ბევრის წლის წინ, ეს პროფესია ავირჩიე, ავირჩიე თავისი რისკებით და სირთულეებით, რომელიც ამ პროფესიას თან ახლავს. ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი და ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია და იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების არ შემეშინდება, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ”

ნოდარ მელაძემ, “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა აღნიშნული განცხადება მთავარ პროკურატურასთან, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

მელაძე მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე გუშინ, 4 ოქტომბერს დაიბარეს.

 

 

 

 

იტვირთბა....