ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “მთავარის” ამჟამინდელი და “რუსთავი2–ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს.

,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

2 ოქტომბერს მთავარ საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

იტვირთბა....