კლუბ “იუნიქის” შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილეთა იდენტიფიცირება კვლავ არ მომხდარა.
მთავარი არხის” ინფორმაციით, ინციდენტის მთავარი ფიგურანტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია.
მედიასაშუალების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლევან ახვლედიანი,
პოლიციის სახელით მოითხოვდა კლუბში შესვლას, მას შემდეგ არ შეუშვეს, დაცვის წევრებს დაუპირისპირდა.როგორც “მთავარი არხი” ამბობს, პოლიციამ “იუნიქის” დაცვის წევრები დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ ” ისინი შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, ინციდენტიდან 4 მთვეზე მეტი გავიდა, თუმცა პროკურატურამ იმ ადამიანების იდენთიფიცირება ვერ შეძლო, რომლებიც კადრებში ფიგურირებენ – საგამოძიებო უწყებამ დააკავა 3 თანამშრომელი, სამიდან ერთი კი ვიდეომასალაში საერთოდ არ ფიგურირებს.