ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი გუშინ, 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი – სვეტლანა ბეკერია და მანია ავდალოვა და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

იტვირთბა....