ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი და ახალდაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ქვეყნის მთავარი საგამოზიებო უწყება განმარტავს, მათი დაბარება „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე გამოკითხეს.

იტვირთბა....