ვიდეოში ჩანს თუ როგორ ებრძოდნენ სიღნაღში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი მეხანძრეები. შედეგად დაიწვა სასტუმრო, ორი რესტორანი და მაღაზია. თვითმხილველები ამბობენ, რომ განადგურდა თითქმის ყველაფერი – ავეჯი, ტექნიკა და პროდუქტი.
შენობა, რომელიც დაიწვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. დაწყებულია გამოძიება, რომელმაც ხანძრის გაჩენის მიზეზი უნდა დაადგინოს.