სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ტაიგაში, 12 წლის ბავშვი, რომელიც დაკარგული იყო და ეძებდნენ, 2 დღის შემდეგ ტყეში, ხის ძირში მჯდომი აღმოაჩინეს.
ბავშვი 2 დღე-ღამის განმავლობაში იყო უღრან ტყეში. ის მაშველებმა 2-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
როგორც ირკვევა, ოჯახი და მეგობრები საკმაოდ შორს, ტყეში იყვნენ წასული კაკლის შესაგროვებლად. 12 წლის ბავშვი ჩამოშორდა ახლობლებს და მეზობელი სოფლისკენ აიღო გეზი. მას გზა აებნა და უღრან ტყეში მარტო აღმოჩნდა.
ამ მომენტისთვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.