ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, “გირჩის” წევრები პოლიციაში დაიბარეს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს.
“ნახევარი გირჩი პოლიციაშია დაბარებული დღეს, 1 წლის წინანდელი კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საქმეზე”, – წერს ჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს:
“აი, რა პრიმიტივები ხართ? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ?”