ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მადლენ ოლბრაიტი – ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წაადგება არამარტო ფოთს, არამედ საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი მადლენ ოლბრაიტი ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა.

როგორც ოლბრაიტი განცხადებაში აღნიშნავს, ეს პროექტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში.

„მე განსაკუთრებით მახარებს შეერთებული შტატების მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ პროექტისთვის, მათ შორის, OPIC-ის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

ეს წაადგება არამარტო ფოთს, არამედ საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.

ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.

იტვირთბა....