კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. მას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
“მეტრონომის” რედაქცია ულოცავს ნიკოლოზს ასეთ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.