“ფოთში არა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, არამედ ტერმინალის გაფართოება იწყება. OPIC-მა გადაწყვიტა 50 მილიონი დოლარით ამ პროექტის მხარდაჭერა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 100 მილიონ დოლარზე ცოტა მეტია სრულად პროექტის ღირებულება და ამდენად, ის მასშტაბებში ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ანალოგი, ეს არის მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც ძირითადად მოემსახურება ნაყარ ტვირთებს”
მაია ცქიტიშვილი – საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი