ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ იკეთებთ D ვიტამინის კვლევას ზამთრის თვეებში, ეს მხოლოდ უსაფუძვლო პანიკის წინაპირობაა”! – ექიმი ნინო დოლიძე

კლინუკა კურაციოსა და ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექმი ნინო დოლიძე სოციალრ ქსელ Facebook-ზე D ვიტამინის ლაბორატორიული კვლევისა და მისი დეფიციტის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ანალიზის ჩატარება ზამთრის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.

მისივე თქმით, D ვიტამინის ტესტის გაკეთება გამართლებულია იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს(ან სავარაუდოა) კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა და ძვლის პათოლოგია ან ვისი კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი და თირკმელი „მუშაობს“ ცუდად.

ის, ასევე აღნიშნავს, რომ D ვიტამინის ანალიზი ასახავს მხოლოდ მისი „ნახევარფაბრიკატის მარაგს“.

“ნუ იკეთებთ D ვიტამინის ლაბორატორიულ კვლევას ზამთრის თვეებში! ჩემო ექიმო მეგობრებო, ნუ უკვეთავთ დ ვიტამინის ტესტს დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში – განუსაზღვრავად – სქესის, ასაკის და პაციენტის „ხვეწნა-მუდარისა“ – გულგახეთქილია ნახევარი საქართველო და ამიტომ აქ, ამ სივრცეში უნდა განვმარტო ეს საკითხი.
დ ვიტამინის ტესტის გაკეთება გამართლებულია იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს(ან სავარაუდოა) კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა და ძვლის პათოლოგია ან ვისი კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი და თირკმელი „მუშაობს“ ცუდად,
დ ვიტამინის ანალიზი ასახავს მხოლოდ მისი „ნახევარფაბრიკატის მარაგს“. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არის შესანიშნავი დიასახლისი, რომელსაც მუდმივად აქვს გადანახული „დ ვიტამინის ნახევარფაბრიკატი“ და საჭიროების შემთხვევაში მას გამოიყენებს . მთელი წლის მანძილზე ორგანიზმი ყველა შესაძლო გზით – „წვეთ-წვეთ“ ( მზე, საკვები) ავსებს დ ვიტამინის „ავზს“, თუმცა მისი მარაგი მინიმუმს აღწევს ზამთრის თვეებში, რასაც ჩვენ დაუსრულებლად ლაბორატორიულად ვსაზღვრავთ და ვსაზღვრავთ
ამ პერიოდში გაზომილი დ ვიტამინი არის მხოლოდ უსაფუძვლო პანიკის წინაპირობა, რადგან მარაგი აღწევს უმცირეს ნიშნულს; ექიმ მეგობრებს ჩაგეკითხებით – ოდესმე გინახავთ ჯანმრთელი ადამიანის დ ვიტამინის ანალიზი , განსაზღვრისას 0 ან თუნდაც 1 ნანოგრამს აჩვენებდეს? – არა !! და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მთელი კოსმოსია, რომელიც თვითონ მზის სისტემაში არსებობისთვისაა შექმნილი და მასში არსებობს ადაპტაციური მექანიზმები!!!
ის პარამეტრი, რომელსაც თქვენ ზომავთ,არის მარაგი, გავმეორდები – ნახევარფაბრიკატი, რომლის ხელახალი მომარაგება შეიძლება მზით, კვებით ან მედიკამენტით. რაც უფრო მეტია დეფიციტი, მით მეტ დ ვიტამინის ტაბლეტის ან წვეთის (დანამატის!!!) დოზას ვიყენებთ შესავსებად, მაგრამ არაფერია სანერვიულო, ნუ გაიძლიერებთ შიშებს ისეთი ანალიზის შედეგებით, რომლის პირდაპირი ინტერპრეტაციაც პანიკაში ჩაგაგდებთ. ეს იგივეა, რომ გამოაღოთ მაცივარი, რომელშიც ცოტა პროდუქტია და შიმშილით სიკვდილის შიშმა აგიტანოთ.
გემოვნების საკითხია, ვინ როგორ ივსებს დანაკლისს – კარიბების ან ემირატების მზით ( გუდაური არ ითვლება და გუდაურის აღშფოთებულმა პუბლიკამ პირადში მომწერეთ, დანამატებით თუ თევზეული დელიკატესებით, მაგრამ ერთია – „იჩქარეთ ნელა“ – ავზი მაინც შეივსება და თქვენ დ ვიტამინის დეფიციტის გამო, ჯანმრთელობის „დამანგრეველი“ პრობლემები არ გელით. კიდევ ერთიც და გაგეცლებით, ყოველთვის, ვიდრე ტაბლეტს შეიძენთ და მიღებას დაიწყებთ – ჰკითხეთ ექიმს რა დოზით და რა ინტერვალით ღირს ამის კეთება.
P.S. თუ თქვენ ხართ ნორვეგიაში ემიგრირებული აფროამერიკელი, მაშინ ჩემი პოსტი დააიგნორეთ ( უგულვებელყავით, და პირდაპირ მიმართეთ ექიმს)”. – წერს ნინო დოლიძე.

 

იტვირთბა....