“ის, რომ ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ ტრადიციების და იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა. ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორი ულტრალიბერალიც არ უნდა იყო, ეს გენში გაქვს შენ”…
ზაალ უდუმაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“მთავარი არხის” ეთერი
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასსა და გიგა ბოკერიას შორის ნამდვილად არსებობს განსხვავება – ის მართლმადიდებელი ქრისტიანია, გიგა ბოკერიამ კი ყველაფერი გააკეთა მათი ქრისტიანული ღირებულებებისგან დისტანცურებისთვის.
სააკაშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, უდუმაშვილის კომენტარიც სწორედ ამ თემას ეხება.