„ვისოლმა“ „სმარტთან“ ერთად ოქროყანაში ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლი“ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა „სმარტის“ მცირე ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე სასურველი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას მომხმარებელი „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.
„მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ოქროყანაში „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტირის შექმნა თბილისი ოქროყანის გზაზე მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სეზონური მგზავრებისათვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა, ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.