ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ს შრომითი უფლებების დარღვევისთვის უჩივიან

ახალდაფუძნებული ტელევიზია “მთავარი არხის” ამჟამინდელი და “რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიას “რუსთავი 2-ს” შრომითი უფლებები დარღვევისთვის უჩივიან.

მელაძის თქმით, სამათლებრივი დავისთვის ყველა ის ჟურნალისტი ემზადება, ვინც ამ ნაწილში თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

“ეს არის ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის, და ეს არის ბრძოლა ყველა ჟურნალისტისთვის, რომ ხვალ არცერთ მედიამენეჯერს აღარ გაუჩნდეს ცდუნება დაცალოს “ნიუსრუმი” დაცალოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ უნდა ტელევიზიაში იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა,”- განაცხადა ნოდარ მელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მელაძე აქამდეც აანონსებდა, მათ უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა დაიცავს.

“ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის. ასევე, შრომის კოდექსის დარღვევით არ ხდებოდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლება,”- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება “რუსთავი 2-ის” პოზიციას, იურისტმა სალომე ჭელიძის ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომლების შრომითი უფლებები არ დარღვეულა. მან ჟორჟოლიანისა და მელაძის ფინანსურ დარღვევებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მალე აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება.

იტვირთბა....