ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთხელ გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, აჭარის გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება კვლავ იგივე კომპანიას გაუფორმა

აჭარის გზების დეპარტამენტამენტის დაფინანსებულმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა სტანდარტით გათვალისწინებული მინიმულარი ზღვრული კოეფიციენტი.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშულია, რომ ეს ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს.

ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1.938.795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888.231 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353.324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631.360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს. ამასთანავე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2.570.155 ლარით მისაღებ სიკეთეს”.

აუდიტის სამსახური

იტვირთბა....