ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

სტუდენტი რომელმაც ლექტორს დახურულ ჯგუფში შეაგინა სასამართლომ წვრილმან ხულიგნად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა სამართალდამრღვევად სცნო სტუდენტი რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორს, გიორგი გორაშვილს FACEBOOK-ის დახურულ ჯგუფში შეაგინა.

ბუბა ნაჭყებიას ლექტორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

“ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს. სტუდენტებს გვამარცხებენგვჩაგრავენ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, გვაცხოვრებენ ოცნებების გარეშე, კარიერული წინსვლის გარეშე, საჯარო სამსახურის გარეშე!.. ფართო გზა ეხსნება კომუნიზმს და რუსეთუმეებს…”

სტუდენტი, ბუბა ნაჭყებია

იტვირთბა....