ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 ოქტომბრამდე, ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, ქ. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

იტვირთბა....