„ყველას თავის ღირსეულ ადგილს მიუჩენს ახალი თაობა პოლიტიკოსების, ისინი იქნებიან ვარსკვლავები. ეს ვარსკვლავები უკვე არსებობენ. თვალები უნდა გავახილოთ და დავინახავთ, რომ ესენი არიან. ჩვენზე უკეთესადაც ლაპარაკობენ, აზროვნებენ. მე ნათქვამი მაქვს რომ ვიქნები, ახლა მთლად არ მინდა, დავით აღმაშენებელს შევედარო, რადგან იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ ხომ ის არის, რომ გავწვები და ახალგაზრდებმა გადაიარონ ჩემზე, მე ვიქნები ხიდი“.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი
ამასთანავე,, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებებისგან დისტანცირება მოეხდინა.