„კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, თუ ვისი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა …
მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ შვეიცარული მხარის განცხადებას, რომელმაც ამის შესახებ ოფიციალურად გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს შეხვედრა იყო მათი ინიციატივით და ორგანიზებით წარმართული. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესების პარალელურად ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ ცალსახაა მათი დამოკიდებულება ასეთ შეხვედრასთან მიმართებაში. ეს დააფიქსირეს, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდივანმა, ეუთო-დან, ევროკავშირიდან იყო ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები”.
გიორგი კახიანი, უმრავლესობის წევრი