28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 290-მდე შეტყობინება დაფიქსირდა, “გამოძახებების უმრავლესობა კი ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა.
წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი”, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.
“ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია”, – ნათქვამია საგანგებოს განცხადებაში.
28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება.შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.
Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Samstag, 28. September 2019