გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს.
უწყების ცნობით, ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, და როგორც სამინისტროში ვარაუდობენ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა.