ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს” – ხაზარაძე ბესელიას სოლიდარობას უცხადებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ, 26 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს – ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.

ხაზარაძე ბესელიას სოლიდარობას უცხადებს.

„თუნდაც ის ფაქტი, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არანაირ კაცურ, არანაირ ქართულ საქციელში არ ეწერება, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ პარლამენტიდან. ქალის მიმართ დამოკიდებულებაში არ ეწერება და საერთოდ, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც გადმოიღო ძალიან კარგად წინა ხელისუფლებისგან. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ განადგურებულა და ყველაფერი მათ ხელშია“, განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში”.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდენ, ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.

იტვირთბა....