საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება.
“26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.
ჩვ”ენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.