პარლამენტში დეპუტეტებს – ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება.
როგორც ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის ბესელიას, როგორც დანაშაულის მსხვერპლის მიმართ, სოლიდარულია.
„ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს”, – წერს თამარ ჩუგოშვილი.
საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ბესელია ზარდიაშვილს ფიზიკურად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა.