ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოლიდარობა ეკა ბესელიას” – პარლამენტთან აქცია გაიმართა (ვიდეო)

ქალთა მოძრაობამ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდაჭერას გამოუცხადა და დღეს 10 საათზე პარლამენტთან აქცია გამართა. ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი და განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალების საჯარო სოლიდარობაა საჭირო, რათა ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა დაიგმოს, ვინც პოლიტიკოსი ქალების შერცხვენასა და შანტაჟს ცდილობს.

“დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში მათი გავრცელება, რომელიც მთავარ ტერორისტული აქტად იქცა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტი ქალების წინააღდეგ” – ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიშვილს შორის შელაპარაკება გაიმართა. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

იტვირთბა....