ახალი ამბები

დღეს, იურიდიულ კომიტეტზე, მოსამართლეობის კანდიდატ მამუკა ვასაძეს უსმენენ

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მამუკა ვასაძეს უსმენენ. ვასაძის მოსმენა, რომელსაც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა უკავია, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ოპოზიციის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე მამუკა ვასაძეს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს, მათ შორის ხორავას ქუჩისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეებზე.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს.

იტვირთბა....