ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდონეზია და ეგვიპტე დედაქალაქებს იცვლის

მსოფლიოს ორი ქვეყანა მალე დედაქალაქს შეიცვლის. ეგვიპტესა და ინდონეზიაში ორი ახალი ქალაქი სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად შენდება.

როგორც CNN წერს, ეგვიპტე ახალ ქალაქს, რომელსაც ჯერჯერობით სახელი არ აქვს, 2015 წლიდან აშენებს. მომავალი დედაქალაქი ქაიროდან აღმოსავლეთით 28 მილითაა დაშორებული. ეგვიპტის მთავრობა იმედოვნებს, რომ გეგმა მომავალი წლისთვის, მიუხედავად სიძნელეებისა, განხორციელდება.

ინდონეზიამ მსგავსი გეგმები აგვისტოში დააანონსა. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთით მდებარე ბორნეო ამჟამინდელ დედაქალაქს, ჯაკარტას შეცვლის.

ორივე ქვეყანა ერთი პრობლემის წინაშე დგას – ქაიროც და ჯაკარტაც ზედმეტად გადატვირთულია. გარდა ამისა, ჯაკარტა მსოფლიოს უახლოეს მომავალში ჩაძირვად ქალაქთა სიაშია.

მსოფლიოს ქვეყნების ბევრი დედაქალაქი წარსულში სწორედ განსაზღვრული მიზნისთვის აშენდა. მათ შორის, ვაშინგტონი (აშშ), ბრაზილია (ბრაზილია), ოტავა (კანადა), კანბერა(ავსტრალია).

იტვირთბა....