კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ზემო ხოდაშენში მამაკაცის დამწვარი ცხედარი სასაფლაოსთან ახლოს, ადგილობრივებმა იპოვეს.
დაწყებულია გამოძიება. ამ მომენტისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.