მალხაზ კობაური, რომელსაც სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, “მთავართან” სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
კობაური ამტკიცებს, რომ ის ცოცხალი დამნაშავეებმა დატოვეს იმიტომ, რომ სურდათ, საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო.
“რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიანისა და მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. სურათი რომაა, თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათია მკვლელების გადაღებული”, – უთხრა კობაურმა “მთავარს” ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მალხაზ კობაური განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდის მსჯავრს. საუბარია ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს, ცოლ-ქმარი – 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა სმიტი – დაღუპული იპოვეს. მაშველების მიერ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მათი 4 წლის შვილის ცხედარიც.