ახალი ამბები მთავარი

“იმის გათვალისწინებით, როგორ საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოში, კარგი გამოსვლა იყო, უდავოდ” – თინათინ ხიდაშელი

“ყველაფერი შედარებითია ამქვეყნად, იმის გათვალისწინებით, როგორ და რას საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოში კარგი გამოსვლა იყო უდავოდ”. – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

აქვე ხიდაშელი აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა საქართველოში და როგორ გვჭირდება დიდი ყურადღება, ყველა ტრიბუნიდან, საქართველოში ოკუპაციის გლობალურ საკითხთა რუკაზე მონიშვნა, ერთმნიშვნელოვნად სუსტი გამოსვლა იყო.

“თუ შევადარებთ ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის და სხვა პრეზიდენტების გამოსვლებს მაშინ უღიმღამოდაც კი მოგვეჩვენება.
ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ თუკი წალბატონი პრეზიდენტი რამე სასწაულს არ იტყვის, მაგალითად რად გვინდა ნატოს წვრთნები ამ ამერიკული ბაზები და სხვა, უკვე გვიხარია.
გამოსვლის ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თავადაც ეზარებოდა საკუთარი სოტყვის კითხვა და აუჩქარა, შესაბამისად მანამდე ისედაც მკრთალად მოციმციმე აქცენტები ბოლოსკენ სულ გაქრა”.- წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....