ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება. განკარგულებას, რომელიც 2019 წლის 20 სექტემბრითაა დათარიღებული, ხელს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ორ ქვეყანას შორის ხელი 2016 წელს მოეწერა.

აღნიშნული განკარგულების მიხედვით, ახლა დოკუმენტი ორდინალურ პასპორტებსაც შეეხება.

იტვირთბა....