პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
ინფორმაცია ამის შესახებ “მეტრონომს” გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი პროკურატურაში ხვალ, 26 სექტემბერს 12:00 საათზეა დაბარებული.
პრეზიდენტმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი, მათ შორის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.
შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.