ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ფოფხაძე – უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებმაც მოსამართლედ შეიძლება იუდა ისკარიოტელი დანიშნონ, თუ ამას პარტია უბრძანებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, მმართველ უმრავლესობას აკრიტიკებს.

“უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებმაც მოსამართლედ შეიძლება იუდა ისკარიოტელი დანიშნონ, თუ ამას პარტია უბრძანებს”, ამბობს ფოფხაძე და განაგრძობს:

“მოსამართლეობის კანდიდატის მიერ კითხვისგან გაქცევა არის მოსახლებისგან გაქცევა, მცდელობა იმისა, რომ დაემალოს ხალხის აზრს და მოსაწონი იყოს მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფისთვის. მგონია, რომ გვაქვს ამის რესურსი და შესაძლებლობა, რომ დავსვათ სწორად აქცენტირებული კითხვები და არა ნახევარი კითხვები, რომლებიც კანდიდატების გაპატიოსნებას ემსახურება. სიღრმისეულად უნდა დაისვას კითხვები იმ მიზნით, რომ ბოლომდე გამოაშკარავებული იყოს როგორც კვალიფიკაცია, ასევე მორალური ღირებულებები”.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

იტვირთბა....