CNN-ის ინფორმაციით, არქტიკაში, გასულ კვირას რუსეთის სამხედრო გემი ლომვეშაპმა ჩაძირა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ლომვეშაპი გემს სავარაუდოდ საკუთარი ნაშიერების დასაცავად დაესხა თავს.
ბორტზე რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.