რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსული მხარე ყველანაირად შეეცდება, კარასინის წასვლის შემდეგ, კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
მიმდინარე წლის სექტემბერში პუტინმა კარასინი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ევგენი ივანოვი დანიშნა.
“ახლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ეს ფორმატი შევინარჩუნოთ” – განაცხადა რუდენკომ, როცა ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის ფორმატის მომავალს.