“ერთი წამი რომ დავფიქრდეთ, ვის ვირჩევთ უზენაესს სასამართლოში და დავივიწყოთ ის, რომ წინა ხელისუფლებას უპრინციპოდ, მონურად ემსახურებოდნენ (იგივეს აგრძელებენ ახლანდელის მიმართაც) და უამრავი ადამიანის უფლებების დარღვევის მონაწილეები იყვნენ და შევაფასოთ ისინი მხოლოდ კვალიფიკაციის მიხედვით – ნებისმიერ თავმოყვარე ორგანიზაციაში რიგითი იურისტის ვაკანსიაზე კონკურსსაც კი ვერ გაივლიდნენ ( ცხადია, ყველაზე არ ვსაუბრობ, თუმცა დიდ უმრავლესობას ეხება). ვუსმენ და ვფიქრობ გარდა იმისა, რომ უბრალოდ ცუდი იურისტები არიან, უჭირთ აზრის გადმოცემა, არ ესმით ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა, არ აქვთ ინფორმაცია, ელემენტარული ცოდნა უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, არ აქვთ სწორი ღირებულებები… არადა ეს ადამიანები კლანის ყველაზე ძლიერ კანდიდატებად ითვლებიან… იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რომ ისინი უზენაეს სასამართლოში შეიძლება მოგვევლინონ და თანაც უვადოდ მაშინ, როცა ბევრი ღირსეული და გაცილებით უფრო კვალიფიციური ადამიანია ამ ქვეყანაში, ვინც კეთილსინდისიერად გაართმევდა თავს ამ დიდ პასუხისმგებლობას. აღარაფერს ვამბობ გენერალურ პროკურორზე, რომლის დიპლომის ნამდვილობაზე ბევრი ლეგიტიმური კითხვაა და მისი იურიდიული განათლება ეჭვქვეშ დგას. საქართველო შეიძლება იყოს პირველი ქვეყანა მსოფლიოში , რომლის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იურისტის განათლება არ ჰქონდეს”
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური; სოციალური ქსელი;