“არ მსურს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და ესეც ვუთხარი მათ. ბევრი ვარიანტი არსებობს, შეიძლება არ ჩათვალა საჭიროდ წაკითხვა, თუ ვის იწყალებდა, შეიძლება ჩათვალა და მაინც ასე გააკეთა. ყველაფერი შეიძლება და მე რატომ დავდგე და ვიმარჩიელო?! პრეზიდენტს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაციის მცდელობა და მე ვუთხარი უარი”
გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი, დაღუპული დავით ოთხმეზურის მამა
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავდებულები, ერთი ნარკორეალიზატორი და ძებნილი. მკვლელობაში გასამართლებულთა შორის ერთ-ერთი იყო ცნობილი ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის შვილი.