ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გაეროში რუსეთის დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, რის გამოც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

კოსაჩევის თქმით, მასთან ერთად ამერიკის მხარემ დროულად არ გაუფორმა ვიზები ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას უნდა დასწრებოდნენ.

“ეს აღმაშფოთებული აქციაა, რომელსაც გამართლება არ აქვს”, – განუცხადა რუსულ მედიას კოსაჩევმა.

ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.

“რუსეთის ოფიციალური დელეგაციის რიგმა წევრებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის ამერიკის ვიზები არ მიიღეს. ეს აღმაშფოთებელი უპატივცემულობის მაგალითია შეერთებული შტატების მიერ გაეროს წევრების მიმართ, ასევე თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობა იმ ქვეყნისგან, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციას მასპინძლობს. სუვერენული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო უფლებების უგულებელყოფის მორიგი აქტი და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უუნარობა გახდება ნიუ-იორკში ლავროვისა და პომპეოს შეხვედრის მთავარი თემა.

ამერიკის მხარე თითქოს ამას ტექნიკური ხასიათის პრობლემით ხსნის, საბუთების შეტანის ვადებითა და სხვა. ეს ასე არ არის. დოკუმენტები იმ ვადებში შეიტანეს, რომელიც ამერიკელი დიპლომატების მიერ იყო მითითებული. დოკუმენტები, რომლებიც გასაფორმებლად გაფრენამდე ორი თვით ადრე შეიტანეს უკან დაუბრუნდათ ფორმულირებით – “ადრეა”.

ბიჭებს რაღაც კაპიტალურად დაუცურდათ”, – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....