ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კახა კალაძე – ეკა ბესელია აუცილებლად უნდა დაიბარონ დაკითხვაზე

ფარულ კადრებთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას თბილისის მერი ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანების შანტაჟთან დაკავშირებით ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადებით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

,,არ ვიცი, პირველად მესმის, თუმცა მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად უნდა დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე, რომ შესაბამის სამსახურს მიაწოდოს სრული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია“, – უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

ეკა ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, რამდენიმე მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავად აქვს.

იტვირთბა....