ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებენ

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომიმართვები, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები უცხადებენ სოლიდარობას.

შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.

იტვირთბა....