aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 154 შემთხვევიდან 65,6% ისლამოფობიური შინაარსის იყო – MDF

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიის განითარების ფონდმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზეცაა საუბარი. MDF-ის კვლევა მოიცავს 2018 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

კვლევის თანახმად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 154 შემთხვევიდან 65,6% (101) ისლამოფობიური შინაარსის იყო, აქედან 27 განცხადება მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ არის მიმართული.

“რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 154 შემთხვევიდან 65,6% (101) ისლამოფობიური შინაარსის იყო, აქედან 27 განცხადება მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ არის მიმართული. შემდეგ ადგილზე იეჰოვას მოწმეები (19) არიან.

15 კომენტარი იმ არამართლმადიდებელი კონფესიების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთა სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვა რელიგიურ კონფესიებთან თანასწორ საგადასახადო პირობებში ჩააყენა. შედარებით ნაკლები იყო ინდივიდუალურად კათოლიკე ეკლესიის მიმართ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები (11), რასაც ევანგელისტურ ბაბტისტური ეკლესიის (3), სხვადასხვა სექტების (2), ანგლიკანური ეკლესიის (1), სიქხების (1) და იუდეველების (1) მიმართ გაკეთებული კომენტარები მოსდევს”, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით გაზრდილია რასისტული კომენტარების რაოდენობა (2017 – 20; 2018 – 54). რასისტული განცხადებების უმეტესობა ძირითადად ნიგერიელი სტუდენტების მიმართ ძალადობის ერთ
კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდებოდა6
. რასისტული განცხადებების უმეტესობა მედიის (36) წარმომდგენლებზე მოდის, რასაც საზოგადოების (11), პოლიტიკოსების (5) და სასულიერო პირების (2) მიერ გაკეთებული კომენტარები მოსდევს.

იტვირთბა....